LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძრავა გაქრება: ვოლვო მარტო მწვანე ავტომობილებს გამოუშვებს

36
Volvo Studio Milano - The Agreenment 2018

„ვოლვო“ 2030 წლიდან მხოლოდ „მწვანე“ ავტომობილებს გაყიდის. კომპანია გრანდიოზული ცვლილებებისთვის ემზადება, მალე ტრადიციული ძრავი ხმარებიდან გაქრება და მას ელექტრონული აგრეგატი ჩაანაცვლებს.

BBC-ის ინფორმაციით, მომდევნო 9 წელიწადში ბრენდი თავისი ყველა მოდელის განახლებას გეგმავს. განახლებული სერიული ხაზი როგორც დილერებთან, ასევე ონლაინაც აქტიურად გაიყიდება და „ვოლვო“ ამ სფეროს განვითარებისთვის საკმაო თანხებს დახარჯავს.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. ეკოლოგიური მანქანების პოპულარობას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ გარემოზე სულ უფრო მეტი სახელმწიფო ზრუნავს და შესაბამისად, საწვავაზე მომუშავე მანქანებზე უარს ამბობს. უფრო მეტიც, ევროპა სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ 2030 წლიდან გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების რეალიზება საერთოდ აკრძალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები