უკრაინაში 18 მარტს დაღუპულ გია ბერიაშვილს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა.
მარიამ ბერიაშვილი ომში გმირულად დაღუპულ მამას ემოციური პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში.
„როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე ხომ მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი.
ჩემი გმირი იყავი და ხარ მა“, – წერს მარიამ ბერიაშვილი.
„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“
საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.