LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

226
BeFunky-collage

ავარია თბილისში – ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

შემთხვევა დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსის მგზავრები არ დაშავებულან.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები