LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ მაგრად ითაშა, მაგრამ მაინც წააგეს

100

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ სეზონი ოთხი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ზედიზედ სამი თამაში წააგო. ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერთან „ბრუკლინთან“ ოვერტაიმში – 119:120.

დეტროიტელთა რიგებში საუკეთესო რეიტინგი ზაზა ფაჩულიას ჰქონდა. ქართველის ყოფნისას „დეტროიტი“ ყველაზე დამაჯერებელი იყო და ზაზამ თამაში +14 რეიტინგით დაასრულა.

ზაზა თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე სულ 12:45 წუთი გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გუნდს 9 ქულითა და 3 პასით დაეხმარა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და სამიდან სამივე საჯარიმო.
თამაშიდან სამივე სროლა ზუსტად შეასრულა და შეცდომა არ დაუშვია.

„პისტონსიდან“ საუკეთესო ბლეიკ გრიფინი (25 ქულა) და ანდრე დრამონდი (24 ქულა) იყვნენ.

„დეტროიტს“ შემდეგი თამაში „ფილადელფიასთან“ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები