LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ნარატივია, თითქოს ბოლტონი ჩვენს გასაფრთხილებლად ჩამოვიდა – ლევან იზორია

82

დეზინფორმაციული კამპანიაა, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ჯონ ბოლტონი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ მისგან გაფრთხილება მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც გუშინ ზოგიერთი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აზიარებდა.

ლევან იზორიას თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყება წამოვიდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან. მისივე თქმით, რეალურად, ბოლტონმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა განხორციელებული რეფორმების მიმართ.

“სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაშია ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ჯონ ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება, პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე ჯეიმს მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა იმის, რომ „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება.

“ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ სისტემების უსაფრთხოება იყოს დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-დან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი იმის ნაცვლად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, სამწუხაროდ, პირიქით ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, იმისთვის რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ.

“ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან წელს უფრო წინ არის წასული, ვიდრე შარშან. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. პირველად აშშ-ს არმიის ასეული გაივლის წვრთნას გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალ წლებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება,” – განაცხადა იზორიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები