LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა – თბილისის მერია მოუწოდებს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, დროებით, აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

352
BeFunky-collage

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, „თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს;

გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე.

მათივე ცნობით, დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერია მოუწოდებს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გზების გაწმენდა და გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს”, – განაცხადა თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, მამუკა მუმლაძემ.

მერიაში ამბობენ, რომ შეფერხებები ფიქსირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, პრობლემების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე.