LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა

83
12

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე გავა:

“საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.

?  ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

?  მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:

+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.