კალიფორნიის ეროვნულ პარკში დაფიქსირებული რომანტიკული წყვილის ვინაობა ცნობილია. ფოტოგრაფმა მეთიუ დიფელმა ულამაზესი კადრი რამდენიმე კვირის წინ გადაიღო. ის იოსემიტის ნაციონალურ პარკში სეირნობდა, როდესაც შემთხვევით ხელის თხოვნის მომენტს შეესწრო. მეთიუმ მნიშვნელოვანი მოვლენის დაფიქსირება მოასწრო, შემდეგ კი ფოტო ქსელში გაავრცელა. რომანტიკული კადრი მაშინვე ვირუსულად იქცა და მილიონობით ლაიქიც დააგროვა. ასეთი პოპულარობის შემდეგ ფოტოგრაფმა უცნობი წყვილის მოძებნა გადაწყვიტა და რამდენიმე კვირიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მათ მიაგნო. ბედნიერი წყვილი ჩარლი ბიარი და მისი საცოლე მელისა აღმოჩნდნენ და მეთიუმ მათ ძალიან დიდი ბედნიერება უსურვა, ასევე იმედიც გამოთქვა, რომ ქორწილში მოწვეული სტუმრის სტატუსი ექნება.