LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონი” მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ასეულში მოხვდა

564

პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „ბადაგონის” წითელი მშრალი ღვინო „ალავერდის ტრადიცია“ ჟიურიმ მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას მეღვინეობის სფეროში ყველაზე სახელგანთქმული ქვეყნების ღვინოები იღებდა და კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო ღვინის ექსპერტებით ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან, ამერიკიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

„ბადაგონის” ინფორმაციით, სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე თითქმის 40 წელია იმართება.

„აქ გამარჯვება ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი საკმაოდ რთულია. თითოეული ღვინო შეფასების რამდენიმე ფაზას გადის: პირველი ფაზის დროს ჟიური ღვინოს ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე აფასებს, ამ ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში ღვინოს ხელმეორედ აფასებენ და ბოლო შეფასების ფაზა კი საკვებთან ერთად მიმდინარეობს. ასე რომ, კონკურსი ფორმატის მხრივ, უნიკალურია და მისი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის საუკეთესო ღვინის შეთავაზებაა, რომელიც კერძთან შეხამებისას უკეთესად წარმოაჩენს ღვინისა და თავად კერძის გემოვნურ თვისებებს. მიუხედავად ურთულესი კონკურენციისა, „ბადაგონის” „ალავერდის ტრადიციამ“ მოახერხა გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება”, – განმარტავენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები