LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ონლაინბაზა საქართველოში

203

საქართველოში მეწარმეების ბიზნესკატალოგი იქმნება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ისინი უკვე მუშაობენ ქართული და უცხოური კერძო სამართლის სუბიექტების რეესტრის შემუშავებაზე. რაც შეეხება წყაროებს, თუ საიდან მოიძიებენ ინფორმაციას და რის საფუძველზე განახლდება მეწარმეების მონაცემები, ბაზრის განახლების ძირითადი წყაროებია:  სამეწარმეო რეესტრი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,  ”აწარმოე საქართველოში”,  “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, ასევე სხვადასხვა ასოციაცია და საინფორმაციო ცენტრი.

ქართული კომპანიების გარდა, ონლაინბაზაში უცხოელი მეწარმეებიც იქნებიან. მათ მონაცემებს კი სავაჭრო-სამრეწვლო პალატა ორმხრივ ბიზნეს-ფორუმებსა და სავაჭრო მისიებში მონაწილე კომპანიებიდან მიიღებს.

„აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება საქმიანობის სფეროს, გეოგრაფიული მდებარეობის, ინტერესის სფეროს მიხედვით და დგება სექტორული ბაზა/კატალოგი საძიებო სისტემით. ელექტრონული კატალოგი გამოიყენება, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ან თანაორგანიზებით, ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დროს“, – აცხცადებენ პალატაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები