LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა ბერიკაშვილი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მეგობრობდა მამასთან. მან და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს, როგორც საკუთარი მამა…“

428
mananadabidzina

2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა.

დედ-მამის სიყვარულის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ მანანა ბერიკაშვილი ესაუბრა:

„დედას ზღვა ენერგია ჰქონდა, ხალისი, განწყობა, სულ სტიმულს გვაძლევდა. გივის წასვლის შემდეგ მოტყდა, მისი სიყვარული, ცხოვრების მთავარი აზრი აღარ ჰქონდა და მას აღარ უნდა სიცოცხლე…

მანანა ბერიკაშვილის ემოციური პოსტი მამაზე: “უკიდეგანოდ მაკლია, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის მას ვერასდროს”

რამდენიმე ათეული წელი გაატარეს ერთად, ჯუჯღუნში, ძირითადად, დედა ჯუჯუღუნებდა. რა თქმა უნდა, ეს გივის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო გამოწვეული. როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა მთელი ცხოვრება…“

მანანა ბერიკაშვილი ასევე პასუხობს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას გივი ბერიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მეგობრობდა მამასთან. ძალიან განიცადა მისი გარდაცვალება. მან და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს, როგორც საკუთარი მამა. მის პატივისცემას და ყურადღებას ალბათ ვერასდროს გადავიხდით…“

“ჩემი ლამაზი დედაც წავიდა” – გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა

ანო მაისურაძე ბაბუას, გივი ბერიკაშვილს იხსენებს: „ვერ ვიტყოდი, რომ მის გარეშე ვცხოვრობ… ყველგან გვხვდება მისი სიკეთე…“

ვიდეო: მანანა ბერიკაშვილის სიძემ გადაცემაში პირველ სტუმრად სიდედრი მიიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები