ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ჟურნალ „სარკესთან“ უკრაინელი ქმრის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს:
„ჩემს მეუღლეს დედა ქართველი ჰყავს და მამა იყო უკრაინელი. ლადო გრუდკო თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი და იქ ნათესავები არ გვყავს, თუმცა უფრო მძაფრად განვიცდით, რაც იქ ხდება. ბავშვებმაც გააცნობიერეს, რომ მათ ეხებათ, რაც იქ ხდება და დიდ განცდებში არიან… ჩემს მეუღლეს ვინც კი უკრაინული წარმოშობის ნათესავი ჰყავს, ყველა საქართველოშია, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი გვყავს და ძალიან განვიცდით. მიუხედავად იმისა, რომ იქ ნათესავები არ გვყავს, მაინც ხშირად დავდიოდით უკრაინაში.
უკრაინული ენაც კი იცით…
დიახ, ვიცი, რადგან პოლონურს ვსწავლობდი და პოლონურს ჰგავს ძალიან. ბოლო დროს ისე გავიწაფე, უკვე ჩვეულებრივად მესმის უკრაინული. აღმოჩნდა, რომ ვიცოდი…
ახლა ვხვდები, რომ ლადოს გენეტიკურად აქვს თავდადების უნარი, ბოლომდე იხარჯება, შიში არ იცის და მაქსიმალურად შეუძლია, თავი ბოლომდე გაწიროს თამაშის დროსაც (ლადო გრუდკო ყოფილი მორაგბეა) და ცხოვრებაშიც. მეგონა, რომ ეს მისი ინდივიდუალური თვისება იყო და ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მის ფესვებს უკავშირდება…“
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში