“უკრაინა ყირიმის აღიარებას არ დასთანხმდება და დონბასზე უარს არ იტყვის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
არესტოვიჩმა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკებები არა ორმხრივი, არამედ ლიდერების ჩართულობით მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩარჩო შეთანხმება:
“არსებობს ვერსია – მაგალითად, ერთობლივი მმართველობის. ისტორიაში სხვადასხვა მაგალითი არსებობს. მაგალითად, თურქეთი და მისი კვიპროსი. ის ჩრდილოეთ კვიპროსს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მსოფლიოში სხვა ამას არავინ აღიარებს. არსებობს მილიონი ვარიანტი.
ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატია ამას მოერევა, რადგან ამაში ჩართულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც უკრაინიდან შორს არიან, თუმცა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ და ისინი საკუთარ გარანტიებსაც კი იძლევიან.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა მოლაპარაკებები არა ორმხრივი, არამედ ლიდერების ჩართულობით მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩარჩო შეთანხმება”, – განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: