LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმანისის თეატრის წლიური ბიუჯეტი 26 000 ლარიდან 408 462 ათას ლარამდე გაიზარდა

67
dmanisi

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წლიური ბიუჯეტი, რომელიც აქამდე 26 000 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მარტიდან, 408 462 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის თეატრს, რომელსაც წლების განმავლობაში მწირი დაფინანსება ჰქონდა, დღემდე საშტატო განრიგით სულ სამი თანამშრომელი ჰყავდა – სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და ფინანსისტი. მიმდინარე წლიდან კი, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი საშტატო განრიგით თეატრს ეყოლება 24 თანამშრომელი, მათ შორის, 8 მსახიობი, ასევე გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ტექნიკური რეჟისორი, რეკვიზიტორი, კოსტიუმერი, სცენის მემანქანე, მხატვარი, სადადგმო ნაწილის გამგე და ა.შ. შესაბამისად, თეატრს ეყოლება ყველა იმ პროფესიის ადამიანი, რაც საჭიროა მისი ეფექტიანად ფუნქციონირებისა და შემოქმედებითი პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. ბიუჯეტის ზრდაც დიდწილად, სწორედ სახელფასო ფონდზე აისახა, რათა თეატრში დასაქმებულ ადამიანებს სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დაინიშნა და სწორედ მასთან თანამშრომლობით, სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები