როგორ აისახება სტრესი კანზე და როგორ შეიძლება სახლის პირობებში ვარჯიშით კანის ფორმაში მოყვანა – ამ და სხვა თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ველნეს თერაპევტმა, საავტორო ტექნიკის მფლობელმა, კოსმეტოლოგმა შორენა ალიბეგაშვილმა ისაუბრა.
როგორ აისახება სტრესი კანზე?
სტრესს პირდაპირი კავშირი აქვს კანზე, თუნდაც გამონაყარი, კაპილარული ბადე, რომელიც ბევრს აწუხებს, არის სწორედ სტრესთან დაკავშირებული. იმისთვის, რომ მართო სტრესი, კარგად უნდა იცოდე შენი აგებულება. ადამიანმა უნდა იცოდეს საიდან ჩნდება ეს ნაოჭი, რ პროცესს გადის სახის კანი და როგორ აისახება მიმიკა ჩვენზე.
რა მეთოდებს ეფუძნება ვარჯიშები?
ნაოჭი ჩნდება მაშინ, როცა ირღვევა სრულყოფილება. მამაკაცის და ქალის კანი საკმაოდ განსხვავდება. შეშუპებისადმი მიდრეკილება მამაკაცებს ისე არ აქვთ, როგორც ქალბატონებს. ვარჯიშების მეთოდი არსებობს საუკუნეები. ჩემი მეთოდი დაყრდნობილია შაოლინის სკოლიდან. შაოლინის ვარჯიში ენერგიის ცვლაზეა კონცენტრირებული, სახეზე არის ყველა ბიოლოგიური წერტილი, რომელიც კავშირშია ორგანიზმთან.
იხ.ვიდეო