ორი და და ორი ძმა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. საქმე ისაა, რომ მათი საერთო ასაკი 380 წელია.
რეკორდსმენები არიან – 100 წლის გერი, 97 წლის მარჯერი, 95 წლის რობერტი და 93 წლის რიჩარდი. მთლიანობაში ამ ოჯახის საერთო ასაკი 383 წელია, რაც როგორც აღმოჩნდა ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
როგორც რეკორდსმენების შვილები ამბობენ, მოხუცები ერთმანეთს მუდმივად გვერდში უდგანან, ყველაფერში მხარს უჭერენ. როდესაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება ნამდვილი დღესასწაულია და რაც ყველაზე მთავარია, ოთხივე და-ძმა თავს ძალიან ჯანმრთელად გრძნობს.