LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან

142
BeFunky-collage (2)

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები დღეს კიევში ჩადიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი საკუთარ ფეისბუგვერდზე ავრცელებს.

“დღეს, უკრაინაზე პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან პეტრ ფიალასთან და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეს იანშასთან ერთად, მივდივარ კიევში, რათა უკრაინელების მიმართ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ.

დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე შეიძლება ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო დადგეს

14 წლის წინ ლეხ კაჩინსკიმ იგივე თქვა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსეთის შემოჭრის დროს. მისმა სტუმრობამ მაშინ შეცვალა აღქმა ამ ომის შესახებ და დიდმა გამბედაობამ სული შემატა ქართველებს და ეს დღემდე ახსოვს მთელ მსოფლიოში.

ჩვენ იქ მივდივართ  ევროკავშირთან შეთანხმებით  და ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი,ასევე, ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.

მსოფლიოსთვის ასეთ გარღვევის მომენტში, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იქმნება. იმიტომ, რომ ეს საქმე ჩვენ კი არა, ჩვენი შვილების მომავალს ეხება, რომლებიც იმსახურებენ ცხოვრებას ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში”,- წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები