LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

105

გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. როგორც ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, მაია გრიგოლაშვილმა პირველ არხს განუცხადა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„შევხვდი ბრალდებულს. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ. საქმის დეტალებზე ბრალდებულს ჩემთან არ უსაუბრია და მეტ დეტალს ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დაკავებული ი.ნ.-ს წარსულში ნასამართლობას და მისთვის მაშინ წაყენებულ ბრალს, ადვოკატისთვის ამის შესახებ უცნობია.

„ვერაფერს დაგიდასტურებთ. ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

გოგონას მკვლელობის საქმეზე 1984 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გუშინ, 25 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

8 წლის ნანა ბერიაშვილი გუშინ, 25 ოქტომბერს შუადღით ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ცხედარი შემდეგ იმავე დღეს საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ. ახლობლები ყვებიან, რომ გოგონა ხელ-ფეხშეკრული იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები