LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მის შვილს მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოები ჰქონდა

107

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის დედა ადასრუტებს, რომ მის შვილს ტელეფონში უცხო ბავშვების სურათები ჰქონდა.

„ეგ ჩიპი იქიდან ჰქონდა წამოღებული ციხიდან, იქა რომ დაინახეთ ის ბავშვი იყო იქა? ვიღაცა ბავშვების სურათები იყო იქა. რატო ჰქონდა და იქაო ვათხოვე ვიღაცას ცარიელი ფლეშკა იყოო. იმდენი ტყუილები გაშუქდა, რომ პასუხს გაგებინებთ სუყველას. შვიდ საათზე მოვიდა სახლში. 9 წელი მოიხადა ყაჩაღობის მუხლი იყო რა თქმა უნდა, არ გადაუკვალიფიცირეს,“ -ამბობს დაკავებული იაგო ნებიერიძის დედა ნუნუ ნებიერიძე.

როგორც ნუნუ ნებიერიძემ „კურიერთან“ განაცხადა, მკვლელობა იაგო ნებიერიძეს არ ჩაუდენია, თუმცა დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წარსულში ნასამართლევი იყო ქალზე ძალადობის ბრალდებით.

„9 თვეა რაც გამოვიდა. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობა გამოუვიდა მერე, ქალბატონი იყო ვიღაცა. ღამის 12:00 საათზე დამადგნენ თავზე და წაიყვანეს. სახლში რომ მოვიდა რა უნდა ეთქვა, სამუშაოზე იყო. ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო და მეც ეგრე ვიცი, რომ არაფერი დაუშავებია,“ – ამბობს დაკავებულის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები