LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ბუთხუზი: „ამ კაცის თავისუფლება რომ მოითხოვო, აქციები იშლება თურმე, არა?!“

2744
misha
მსახიობი ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ნებისმიერ ჭრილში სირცხვილია, განსაკუთრებულად კი სააკაშვილის დაპატიმრებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ეს ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ციხეშია!
სამართალი აღდგა, არა?!
ღირსება დაგიბრუნდათ, არა?!
ღირსია, არა?!
მოიფხანეთ, თქვენი ვიწრო და პირადი ბოღმა-შურისძიების გაშმაგებული სურვილი?!
ტაში! ტაში! ტაში! ტაში, მეხუთე პრეზიდენტს!
ამ კაცის ხსენება არ შეიძლება, სირცხვილია, დასაცინია და დანაშაულია, არა, დღეს?!
ამ კაცის თავისუფლება რომ მოითხოვო, აქციები იშლება თურმე, არა?!
ეს ყოფილა მიზეზი იმის, რომ ვერასდროს გავერთიანდით სამშობლოს დასაცავად, არა?!
იქნებ, ყველაფერი პირიქით არის?!
იქნებ, ყველა თავის წილ დანაშაულზე დაფიქრდეს?!
ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ნებისმიერ ჭრილში, (მინიმუმ) სახელმწიფოებრივი სირცხვილია!
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!
ღმერთო! დაიფარე უკრაინა და მსოფლიო!!!
Слава Україні! Героям слава!
Glory to Ukraine! Glory to Heroes!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები