LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვერ დაასაბუთებს თავის ქონებას, ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს ფარცხალაძის მთელი სიმკაცრით პასუხისგებას – ივანიშვილი

58

„თუ გამოძიების შემდეგადაც დარჩება კითხვის ნიშნები, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს,“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა თავად ბიძინა ივანიშვილს კითხვები ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით.

„ფარცხალაძე 5 წელია, რაც ხელისუფლებიდან წავიდა და გადადგა საკუთარი სურვილით, როცა ეჭვები გაჩნდა მის წარსულთან დაკავშირებით. 5 წელია, ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, არის კითხვები, რომ ის ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ახლა ბიზნესს აკეთებს, ამიტომ ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოგეპაროთ – ან ძველი პერიოდის შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება, ან ახლა ხომ არ იყენებს თავის სამეგობროსთან კავშირებს, რამეთუ პროკურატურაში მუშაობდა?! კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და გეთანხმებით, რომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მათ რიცხვში, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ. დამახინჯებული, გაზვიადებული ბრალდებები ამ ფარცხალაძესთან, რასაც ცდილობს ოპოზიცია, რომ ფარცხალაძე ჩემთან კოორდინირდება, სარდაფში ხალხი დაყავს და გაუპატიურებით ცდილობს, რაც ეცადნენ ჩანაწერებში, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ოთარ ფარცხალაძისა და ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჩხუბის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა საზღვარგარეთიდან მოწვეულ პროკურორებთან ერთად განიხილავს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები