LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი კვების ადგილობრივ ქსელებს შეუძლიათ McDonald’s-ის 250 რესტორანი ჩაანაცვლონ – მოსკოვის მერი

97
ipiccy_image

სწრაფი კვების ადგილობრივ ქსელებს შეუძლიათ ერთ წელიწადში McDonald’s-ის, დაახლოებით, 250 რესტორანი ჩაანაცვლონ, – ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, ინფორმაციას კი სააგენტო „ტასს-“ი ავრცელებს.

“ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ საწარმოს, რომელიც ამ ინდუსტრიაში მუშაობს და ვხედავთ, რომ ექვს თვეში, მაქსიმუმ, წელიწადში, მთელი ეს ქსელი შეიძლება ადვილად შეიცვალოს ჩვენი შიდა საწარმოებით”,- ამბობს სობიანინი. მისივე თქმით, სწრაფი კვების დამატებითი ქსელის შესაქმნელად, დედაქალაქის ხელისუფლება შეღავათიანი სესხისთვის 500 მილიონ რუბლს გამოყოფს.

როგორც მოსკოვის მერი განმარტავს, ახალგახსნილ საწარმოებს სთხოვენ მაქსიმალურად გამოიყენონ McDonald’s-ში დასაქმებული ადამიანების რესურსი.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, McDonald’s-მა რუსეთში 850 რესტორანი დახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები