Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
,,სია მზად არის“ – რუსეთი დასავლეთს სანქციებით ემუქრება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სია მზად არის“ – რუსეთი დასავლეთს სანქციებით ემუქრება

3059
BeFunky-collage (2)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი მალე დასავლელი პოლიტიკოსების, მეწარმეების და სხვა აქტორების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სიას გამოაქვეყნებს.

,,სიები მზად არის. ეს არის ძირითადად, ყოველდღიური მუშაობის ნაწილი“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

დიპლომატის თქმით, პასუხის შემუშავებისას მოსკოვი “გამოავლენს სიმშვიდეს”.

მისივე განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანოს შემოღებული შეზღუდვები.

“ვიცოდით და ვიცით, რომ ამერიკელებისგან ნებისმიერ წუთს შეიძლება მოსალოდნელი იყოს ხრიკები. ჩვენ ვემზადებოდით იმ სიტუაციისთვის, რასაც ახლა ვხედავთ…

ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას სანქციების ტალღის შესახებ, მათ დიდი ხანია გადააჭარბეს 100-ს და, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ სრულიად უპრეცედენტოა“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები