რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერზე“ ავრცელებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სულთან სულეიმანისა და მისი მეუღლე როქსანას სახელობის მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.
The mosque of Sultan Suleiman the Magnificent and his wife Roxolana (Hurrem Sultan) in Mariupol was shelled by Russian invaders.
More than 80 adults and children are hiding there from the shelling, including citizens of Turkey. #StopRussianAggression#closeUAskyNOW pic.twitter.com/Uel5AoyZUt
— MFA of Ukraine ?? (@MFA_Ukraine) March 12, 2022