8 მარტს, რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი გია სურამელაშვილი გახლდათ. მომღერალი ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მსმენელს ძალიან მალე წარუდგენს.
-გია, როგორ გრძნობ თავს?
-პირველ რიგში, მოგესალმებით და მივესალმები სრულიად საქართველოს. ჩემო კარგო, ტკბილო ხალხო, ჩემი საყვარელი რადიო ხართ. არაჩვეულებრივი, პოზიტიური განწყობა მაქვს. მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი და ბედნიერება ვუსურვო.
-როგორც წესი, დღესასწაულებზე დატვირთული გრაფიკი გაქვს, დღეს, 8 მარტს რა ღონისძიებას სთავაზობ შენს მსმენელს?
-დღეს გადავწყვიტე ხაშურს ვეწვიო, სადაც ძალიან კარგი საღამო მაქვს დაგეგმილი. ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან დიდ მწუხარებას უკავშირდება, რადგან დედაჩემის დაბადების დღეა, რომელიც გარდაცვლილია. ვერასოდეს ვერ ვმალავ ამ მოუნელებელ ტკივილს, დედა ყველას უყვარს, მაგრამ მე ჩემებურად, განსხვავებულად მიყვარდა, ჩემი მეგობარი, დაქალი იყო. ალბათ ჩემი პროფესიაც იმიტომ მიბოძა უფალმა, რომ ჩემი ტკივილი სიმღერით გამოვხატო.
-გია, როგორია შენი დილა?
-მაგალითად, დღეს უკვე მოვასწარი ორი ჭიქა ყავა, ერთი ბოთლი შამპანური, ახლა კი სალონში მივდივარ. სალონის მერე ხაშურში მივემგზავრები. დილიდან სანთელი დავანთე, დედას დაბადების დღე მივულოცე, ჩემს თავს კი ჯანმრთელობა ვუსურვე. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთი მოთხოვნადი ხარ საქართველოს და სხვა ყველა ქვეყნის ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ არ ვარ მარტო და ადამიანების ასეთი დიდი სიყვარული მაქვს გზად და ხიდად.
-ახალ სიმღერაზე თუ მუშაობ?
-კი, თაკო აბაშიძემ დამიწერა ძალიან მაგარი სიმღერა, მადლობა მას. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაჰიტდება და შედევრი იქნება. სიმღერა მზადების პროცესშია. რა თქმა უნდა, პრემიერა თქვენს რადიოში შედგება.