Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ანიტა რაჭველიშვილის საქველმოქმედო კონცერტი “იავნანას” სახელით დღეს იმართება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილის საქველმოქმედო კონცერტი “იავნანას” სახელით დღეს იმართება

112

დღეს  საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი საქართველოში – ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union ConceptArt და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი ერთობლივ აქციას გამართავენ მუსიკოს ვატო მაღრაძის სიცოცხლის გადასარჩენად.

საქველმოქმედო ტელემარათონი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით 22:00 საათზე დაიწყება. მაყურებელს შეეძლება დარეკვა ნომერზე 09 01 30 30 30 და დახმარების გაწევა ეროვნული მუსიკალური ცენტრის 26 წლის მუსიკოსისთვის, რომელსაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ვატოს ქიმიო თერაპიის კიდევ ერთი კურსი და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რისთვისაც საჭირო თანხა 105 000 ევროს შეადგენს.

საქველმოქმედო კონცერტში პლანეტის საუკეთესო მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ცნობილი ტენორი გიორგი ონიანი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან, სოფო ბათილაშვილი, ანსამბლი „ვარადა“, ახალი თაობის მუსიკოსები სანდრო ნებიერიძე და გიორგი გიგაშვილი. სპეციალური სტუმრის სტატუსითა და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე  დაუკრავს 19 წლის ვირტუოზი მევიოლინე, ზალცბურგის მოცარტის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, ევროვიზიის ”წლის ახალგაზრდა მუსიკოსის” ტიტულის მფლობელი ზიუ ჰა(უკრავს jean-baptiste vuillaume 1885-ის ვიოლინო გრიმოზე).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები