საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვეყნებში საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის 56 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საარჩევნო უბნები 39 სახელმწიფოში ცესკოს განკარგულებით შეიქმნა.
საგრეო უწყების ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 53 139 მოქალაქე დგას.
როგორც ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები, კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართება.