კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე უკრაინის დედაქალაქი ყოველმა მეორე მცხოვრებმა უკვე დატოვა. მისივე ცნობით, ამჟამად ქალაქში 2 მილიონ ადამიანზე ნაკლებია დარჩენილი.
„უკანასკნელი მონაცემებით, ყოველი მეორე კიეველმა ახლა დედაქალაქი დატოვა. აქ 2 მილიონზე ცოტა ნაკლები ადამიანი დარჩა. მიუხედავად ამისა კიევი ახლა გადაიქცა სიმაგრედ. ყოველი ქუჩა, ყოველი შენობა, ყოველი ბლოკპოსტი გამაგრებულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ „ორკების“ გეგმა დედაქალაქის აღებასთან დაკავშირებით არ ასრულდება იმ მეომრების წყალობით, რომლებიც იცავენ ბუჩის, ვორზელს, ირპენს, გოსტომელს, სადაც მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს.
„ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა და ამ მიმართულებით მათ ყველანაირად ვეხმარებით,“- განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ ტერიტორიულ დაცვაში მუსიკოსები და მსახიობებიც კი ეწერებიან.
„ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა. ყველა ამბობს, რომ არაფერი არ მოხდება, რომ ქალაქს არ ჩააბარებენ და მტერი ვერ შემოვა. ყველას შემიძლია ცხადად ვუთხრა: დედაქალაქი იდგა და იდგება!“ – განაცხადა მერმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.