ავსტრალიაში, მელბურნში მცხოვრებმა მორგან ჰიპვორტმა საყვარელი საქმიანობით ძალიან ბევრი ფული იშოვა. მეათეკლასელმა ბიჭმა პატარა საცხობი გახსნა და ფუნთუშების ცხობა დაიწყო. პირველივე დღეების განმავლობაში მან 55 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
მორგანს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა კულინარიული შოუების ყურება. მაშინ, როცა მისი თანატოლები ანიმაციურ ფილმებს უსხდნენ, ბიჭუნა ახალ-ახალ რეცეპტებს სწავლობდა და ოჯახს გემრიელობებით ანებივრებდა.
ერთ დღესაც მორგანი ადგილობრივ რესტორანში იმყოფებოდა და მისი მფლობელები გაიცნო. მათ თავისი ჰობის შესახებ უამბო და რამდენიმე ნამუშევარიც გაასინჯა.
რესტორნის მფლობელებს იმდენად მოეწონათ ბიჭუნას შემოქმედება, რომ პირველი შეკვეთა მისცეს. შეკვეთის შესასრულებლად ავსტრალიელმა მზარეულის ლიცენზია აიღო და ყველაფერი იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ მალევე თავისი საცხობიც გახსნა.
ამჟამად მორგანი ბევრს აცხობს, სწავლობს და თან სპორტითაც აქტიურადაა დაკავებული.