LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზესუმზირის ზეთის იმპორტი, შესაძლოა, სოიოს ზეთით ჩანაცვლდეს: “მსოფლიოში, ზეთის წარმოების 70% რუსეთსა  და უკრაინაზე მოდის”

150
zeti_w_h

„ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტის ჩანაცვლებაზე მუშაობს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნული იმპორტიორი კომპანიის დირექტორმა ისაუბრა.

როგორც ირაკლი ციხისთავი აცხადებს, განიხილება სოიოს ზეთით ჩანაცვლება. ამ დროისთვის, რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება, თუმცა, კომპანიაში ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.

„ერთი თვის ზეთის მარაგი რუსეთიდან მოდის, გზაშია, შეფერხება არ გვქონია, თუმცა, ხვალ და ზეგ რა იქნება არავინ იცის. მსოფლიოში, ზეთის წარმოების 70% რუსეთსა  და უკრაინაზე მოდის, დანარჩენი 30% სხვა – ქვეყნებზე. შესაბამისად, ჩანაცვლება იქნება რთული. განიხილება, რომ მზესუმზირის ზეთი ჩანაცვლდეს მაგალითად, სოიოს ზეთით“, – აცხადებს ციხისთავი „ბიზნესპარტნიორთან“.

მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს – სოფლის მეურნეობის მინისტრი

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ოთარ შამუგია განმარტავს, არც ერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება; ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები