LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები დეპოზიტიდან 10 000 დოლარზე მეტს ვერ გაიტანენ

68
Untitled

რუსეთში მოქალაქეები დეპოზიტიდან 10 000 დოლარზე მეტს ვერ გაიტანენ. საქმე ისაა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის რეკორდული გაუფასურების გამო, კაპიტალის კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს შეეძლებათ მომხმარებლის დეპოზიტებიდან მაქსიმუმ 10,000 დოლარის გაცემა. უფრო დიდ თანხაზე მოთხოვნის შემთხვევაში კი, ბანკი ვალდებულია დანარჩენი თანხა რუბლში გასცეს. გარდა ამისა, თუ მოქალაქეებს ან ბიზნესებს დანაზოგი აქვთ ევროში ან სხვა ვალუტაში, ბანკი ვალდებულია, მათ 10,000 დოლარამდე თანხა მხოლოდ დოლარში მისცეს, შემდეგ კი თავად ამ პირებმა უნდა გადააკონვერტირონ თანხა მათთვის სასურველ ვალუტაში.

შეგახსენებთ, რუსეთს დეფოლტი უახლოვდება – ცნობილმა ამერიკულმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთს რეიტინგი, „დეფოლტი გარდაუვალია“ მიანიჭა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, რუსეთს დეფოლტის რეიტინგი Fitch-მა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვაზე ვაშინგტონის გადაწყვეტილების ფონზე მიანიჭა. Fitch Ratings-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ რუსეთის რეიტინგი ექვსი საფეხურით, მეორე ყველაზე დაბალ დონემდე, C-მდე შეამცირა, რაც მხოლოდ ერთი ნაბიჯით აღემატება მსესხებლებს, რომლებიც უკვე გადავიდნენ დეფოლტში.

Fitch Ratings-ის გარდა, რუსეთში დეფოლტის შესაძლებლობაზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ. აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, – აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები