LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, ხელოვნური დეფიციტი შექმენით – არჩილ ნიჟარაძე

418
275398568_2620375411440524_6090354503469764860_n

„მომავლის ფონდის“ დამფუძნებელი არჩილ ნიჟარაძე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელმაც მაღაზიებიდან დიდი რაოდენობის სურსათი მოიმარაგა და ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნა. ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს და ასევე ფოტომასალას აქვეყნებს.

„ვისაც არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს. აი ეს არის იმ ხალხის ნამოქმედარი, ვინც დღე და ღამ კლავიატურით იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის. შაქარის მთავარი ექსპორტიორი საქართველოში ბრაზილიაა და ექსპორტის გაზრდაც შესაძლებელია, ასევე ვყიდულობთ პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან, ანუ რეალურად დეფიციტის არანაირი საფუძველი არ არსებობს.  სირცხვილია ხალხო, ამ ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თქვენსავით ყუთობით ვერ ყიდულობს პროდუქტს, ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, იმიტომ, რომ დაიტაცეთ და ხელოვნური დეფიციტი შექმენით.

თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება – ივა ჭყონია

რაც შეეხება იმპორტიორებს, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ღორები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან კიდევ უფრო მეტად გაუჭირვოთ საკუთარ ხალხს, 3-4 ჯერ ძვირად ყიდით პროდუქციას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ამავდროულად, 5 შეკვრა პამპერსს აგზავნით უკრაინაში, ხოდა, მომკალით და არ მჯერა საკუთარი ხალხის სულისამომხდელი პატრიოტების და თავისუფლების მოყვარეების, სააფთიაქო ბიზნესისა და 700%-იანი საბანკო სესხებისა არ იყოს! არაუშავს, მოვა დრო, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი!!!“, – წერს არჩილ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები