უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, მთვრალმა რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც “უნიანი” წერს, ადგილობრივები “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვებიან, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის მაღაზია გაძარცვეს და ალკოჰოლი მოიპარეს. მათთან მისულ ადგილობრივ მოსახლეობას კი, შეკამათების დროს ესროლეს.
“დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. სოფელში მოსახლეობა შეშინებულია, ახლა ძირითადად სარდაფებში იმალებიან”, – წერს მედიასაშუალება.
“უნიანის” ცნობითვე, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა მოკლეს 470-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრეს 800-ზე მეტი ადამიანი.
“ტერორისტები უკრაინელ სამხედროებს მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც ბლოკავენ.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთის სარდლობამ უბრძანა თავის არმიას, მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართითაც გახსნას ცეცხლი”, – წერს მედიასაშუალება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: