LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილ პოდოლიაკი: რუსეთმა უკრაინასთან შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ულტიმატუმები წამოაყენა

207
მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთმა უკრაინასთან შეცდომა დაუშვა, როდესაც მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ულტიმატუმები წამოაყენა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ულტიმატუმებს არ მიიღებს.

„ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ უნდა შეჩერდეს ახლა“ - რას ამბობს ზელენსკი რუსეთის 3 მოთხოვნაზე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, ვინც ის აირჩია, არ არის მზად კაპიტულაციისთვის და უკრაინელები არ არიან მზად ულტიმატუმებისთვის, თუმცა ქვეყანას შეუძლია რუსეთთან ყირიმისა და დონბასის მომავალზე ისაუბროს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. ამით ის არსებითი გახდება. არსებითი მოლაპარაკებები კი ულტიმატუმის ტონალობას ვერ იღებს. რაც უფრო სწრაფად დაეთანხმება ამას რუსული მხარე, მით ნაკლები დანაკარგი ექნება ამ ომის შედეგად, პირველ რიგში, თავად რუსეთს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები