LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჯარის მზადყოფნას ამოწმებს

91

აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები შემოწმებას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსზე, ვადიმ ასტაფიევზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მასში მონაწილეობას 2000 ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის Т-72Б3 ტიპის ტანკებიც.

„დანაყოფების ნაწილი ცაბალის და ნაგვალოუს პოლიგონებზე 200 კილომეტრიან მარშში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედროები ჩააბარებენ გამოცდებს, რაც კონტროლირებად სროლაში ვარჯიშს ითვალისწინებს“, – აცხადებენ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესცენტრში.

გეგმიური შემოწმება ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული რუსული ბაზების მთელი პირად შემადგენლობას ეხება. შემოწმება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები