LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლოს გვეცოდინება, გვჭირდება თუ არა მიკროავტობუსები ქალაქში – კახა კალაძე

100

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე ცნობილია ის ადგილები, სადაც ავტობუსის ზოლები მოეწყობა.

„პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD -ის გან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია. ჩვენ გვეცოდინება როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო ავტობუსი; ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა დასრულებული იქნება.

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების ზოლები უნდა გაკეთდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები