LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში დეფოლტი, სავარაუდოდ, აპრილში გამოცხადდება: „ის ვენესუელის მსგავსი იქნება”

298
putineconomy-2

აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთი, შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, – აღნიშნულ პროგნოზს ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, საიმონ ვეივერი აკეთებს.

საიმონ ვეივერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა და ქვეყანას რეცესია ემუქრება.

„ჩვენ ვხედავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს. დეფოლტი შეიძლება 15 აპრილს მოხდეს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი დეფოლტი და სავარაუდოდ, ის ვენესუელის მსგავსი იქნება“, – ამბობს Morgan Stanley-ის წარმომადგენელი, ინფორმაციას კი „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები