LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიკეთე გაიმარჯვებს” – კედელზე გაკეთებული წარწერისთვის რუსეთში ორ პირს 15 დღით პატიმრობა მიესაჯა

160
1

რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეების დასჯა გრძელდება.

რუსეთ-უკრაინის ომის პროტესტის გამო, მოსკოვში 5 ბავშვი დააკავეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ორ პირს, კედელზე გაკეთებული ომის საწინააღმდეგო წარწერის გამო, რუსეთის სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოლგა ალექსეევასა და არტიომ გულევიჩს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა.

მათ კედელზე დაწერეს “სიკეთე გაიმარჯვებს”, ნაგვის ურნაზე კი – “არა ომს”.

“სასამართლომ დაადგინა, რომ შემთხვევა 5 მარტს დილით მოხდა. მათ წარწერები საღებავის გამოყენებით გააკეთეს. ორივე ადგილობრივმა მცხოვრებმა დანაშაული აღიარა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება.

6 მარტს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ომის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე შეკრებილი 1 500 პირიდან 750-მდე ადამიანი დააკავეს.

სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ მინიმუმ 350 ანტი-საომარი საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავა – მედია