უკრაინის პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი უკრაინელი სამშვიდობოების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია უკრაინული არმიის გაძლიერება რუსეთის ფედერაციის აგრესიის მოსაგერიებლად.
Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულების ფოტო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ანდრეი სიბიგამ გამოაქვეყნა:
“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა გაიყვანოს უკრაინელი სამშვიდობოები – პროფესიონალი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველა მისიიდან აღჭურვილობასთან ერთად. გავაძლიეროთ ჩვენი არმია რუსული აგრესიის საპასუხოდ”, – ამბობს სიბიგა.
“მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილეობაა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური – გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვში მოკლეს
რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები
ვიდეო: შევჩენკომ პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა – „ახლობლები მეუბნებიან, იქ რა ხდება…კოშმარია”
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: