LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

97

ე.წ “კანაფის ფესტივალზე” დაკავებული  პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში იგი გაჩხრიკეს და შეამოწმეს.

„სკურპულოზურად ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, მათ შორის ფეხსაცმელები და წინდებიც კი. არაფერი არ მქონდა, ვუთხარი, რომ რაც მქონდა ყველაფერი დავარიგე. ამის შემდეგ იყო საკამოდ ვრცელი გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული და ამ გამოძიების ფარგლებში გამომკითხეს დეტალურად, როგორ დავაორგანიზე ფესტივალი, რას ვაპირებდი, „ჯოინთი“ რას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს დაკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გაგრძელდება გამოძიება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის საპრეზიდენტო კანდიდატურას ხომ არ ექმნება საფრთხე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გამოკითხვის დროს ვიღაცები კორიდორში დარბოდნენ და იძახდნენ ცესკოს შევატყობინოთო.

„წარმოდგენა არ მაქვს ეს რას ნისნავს“, – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, „მე მგონი ასე მარტივად ვერ მომხსიან“.

შეგახსენებთ, რომ „გიჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციის სამმართველოში დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები