რუსეთი მომენტალურად გაჩერდება და შეწყვეტს საომარ ქმედებებს, თუ უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, შესასრულებელ პუნქტებზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საუბრობს.
? კრემლი აცხადებს, რომ დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტს;
? რუსეთი “დაასრულებს” ქვეყნის დემილიტარიზაციას – კრემლი ითხოვს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას
? ასევე, რუსეთის მოთხოვნაა უკრაინის მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება;
როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთმა უკრაინა უცხადებს, რომ მზად არის, შეაჩეროს თავისი სამხედრო მოქმედება “მომენტალურად”, თუ კიევი ამ პირობებს შეასრულებდა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინას უთხრეს, რომ ამ ყველაფრის შეჩერება ერთ წამში შეიძლება და მათ იციან აღნიშნული პირობები.
“მათ უნდა შეიტანონ ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში შესვლის მიზნებზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით. ჩვენ ნამდვილად ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას, ჩვენ ამას დავასრულებთ, მაგრამ მთავარია, რომ უკრაინამ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, მათ უნდა შეწყვიტონ სამხედრო ქმედება და მერე არავინ ისვრიან”, – განაცხადა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: