LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი: ომი არცერთ ჭკუათმყოფელს არ სურს, დაჩოქებული უკრაინა ნიშნავს ხუთმაგად დაჩოქებულ საქართველოს

91
20191220002434

დაჩოქებული უკრაინა ნიშნავს ხუთმაგად დაჩოქებულ საქართველოს. ომი არცერთ ჭკუათმყოფელს არ სურს, მაგრამ თავისუფლებისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლება, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს. მან აღნიშნულ საკითხზე #BMGDRIVE-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია, არ შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არასწორია.

„ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევა მძიმე გადაწყვეტილება იყო. არის მომენტები, როცა არავინ გაძალებს რამე თქვა, მაგრამ არ შეიძლება ასე უაპელაციოდ განაცხადო, რომ არანაირ სანქციას არ შეუერთდები. რა გვგონია, რომ ამ დამოკიდებულებით პუტინის აგრესორ მანქანას გავაჩერებთ და ის მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს? გამორიცხულია. ღირსება არ უნდა დავკარგოთ, არც პოლიტიკური და არც ერის“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე #BMGDRIVE-ში.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ეს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად გაანადგურებს რუსეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები