ვოლოდიმის ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, ბოიკოტი გამოუცხადონ, როგორც ქვეყანაში პროდუქციის იმპორტს, ასევე რუსული პროდუქტების ექსპორტს, მათ შორის ნავთობს.
უკრაინის პრეზიდენტმა ახალ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან „ცის გაწმენდას“ ან თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ელოდება.
ზელენსკის თქმით, მტერი უკვე დაღლილი და დემორალიზებულია.
„კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით – ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ, მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა. ეს დახმარებაა, მსოფლიომ არამხოლოდ უკრაინას უნდა გაუწიოს, არამედ საკუთარ თავსაც. რათა დავამტკიცოთ, რომ ადამიანობა მალე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე