LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ

5726
BeFunky-collage (11)

ალა პუგაჩოვამ, ზემფირამ, რენატა ლიტვინოვამ და ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას spletnik.ru ავრცელებს.

ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა

ალა პუგაჩოვა ვნუკოვო-3 აეროპორტში უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შენიშნეს.

ზუსტად უცნობია სად გაემგზავრა მომღერალი და გაფრინდა თუ არა მასთან ერთად მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ღიად დაგმო პუტინის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

პუტინის ღია კრიტიკის გამო, მაქსიმ გალკინის მონაწილეობით ყველა რეკლამა ეთერიდან მოხსნეს

რუსეთი, ასევე, დატოვეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ რენატა ლიტვინოვა და ზემფირა.

რამდენიმე დღით ადრე რუსეთი დატოვა ქსენია სობჩაკმა და ვაჟთან ერთად ისრაელში გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები