LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ომში უნდოდა მონაწილეობა საქართველოდან, წყნარად და ტაშ-ფანდურის გარეშე მოვიდნენ ჩემთან – უკრაინაში მებრძოლი სამხედრო ქართველ მოხალისეებზე

258
ვანო ნადირაძე

რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვისაც ომში უნდოდა მონაწილეობის მიღება, „ყოველგვარი ტაშ-ფანდურის“ გარეშე მივიდნენ მასთან, ახლა კი უკვე ადვილზე არიან და საკუთარ პოზიციებს იცავენ.

„ვისაც ომში უნდოდა მონაწილეობა საქართველოდან უკვე ჩუმად, წყნარად, ყოველგვარი ტაშ-ფანდურის გარეშე მოვიდნენ ჩემთან. უკვე იარაღით ხელში პოზიციებზე არიან.

პიარი, პარტიული რასკლადები და ეგეთი რაღაცები ჩემგან შორს. აღარავინ მომწეროთ.

ომი გინდათ? კი ბატონო.

მარშრუტი ვარშავა-ლვოვი-ლვოვი-კიევი (უფასო ელექტრიკა) ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე და იარაღსაც მოგცემთ, დავალებებსაც შეასრულებთ.

პონტები, პიარი და ომი სულ სხვადასხვა რამეა“, – წერს ვანო ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები