ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების პირობებში საკუთარი არმიის სხვაგან გაგზავნას არ აპირებს. მისივე განმარტებით, მას არ აქვს არანაირი სურვილი „თავისი ქვეყნის შვილები“ ომში გაგზავნოს და აცხადებს, რომ მათ თავისი მიწა უნდა დაიცვან.
„მე უკანასკნელად და დარწმუნებით ვამბობ, დავიღალე ყოველივე იმის მტკიცებით, რომ არა, ჩვენ საომრად არსად წავალთ. ჩვენ დავიცავთ მხოლოდ ჩვენს მიწას. თუ ჩემი არ გესმით, დროა აირჩიოთ ახალი პრეზიდენტი. მაშინ, როცა ჩვენ ვართ სანქციების უპრეცენდენტო დარტყმის ქვეშ, საჭიროა თქვენი ნდობა. მე ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი შვილები, ამიტომ არ მაქვს არანაირი სურვილი გავგზავნო ისინი ომში. მით უმეტეს იქ, სადაც ჩვენ არ გვეძახიან. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა და ეს იქნება ჩვენი წვლილი უსაფრთხოების დაცვაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.