LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელ ავივში საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ნომრიდან ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს

77

ისრაელში, თელ ავივში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც სასტუმროს ნომრიდან ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას თელ ავივის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება 17 ოქტომბერს დაიწყო. პოლიციაში განცხადება შევიდა, თელ-ავივის ერთ-ერთ სასტუმროში მყოფი სინგაპურელი ტურისტისგან. ტურისტის თქმით, მის ნომერში სეიფი ვიღაცამ გააღო და დიდი ოდენობით ფული აიღო.

პოლიციამ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა და ეჭვმიტანილი დააკავა. ეჭვმიტანილი 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამავე სასტუმროში მუშაობდა.

გამოძიება საქმეზე გრძელდება. პოლიცია არკვევს სხვა ტურისტებსაც ხომ არ შეემთხვა იგივე ინციდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები