“გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია. სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას,” – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს, თუმცა ისინი ბალტიისპირეთის რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას განიხილავენ.
„ორი რამ აჩერებს რუს აგრესორს: უკრაინელი ხალხის ნება და გამბედაობა და ჩვენ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი. ჩვენ განვიხილავთ ბალტიისპირეთის რეგიონის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. სადაზვერვო მასალები ჯერ არ ადასტურებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთზე ან ნატოს სხვა წევრზე, შეტევის განხორციელებას აპირებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის წინ არც უკრაინაზე თავდასხმის მასალები გვქონდა. მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. გაერომ დაამტკიცოს, რომ სარგებლის მოტანა შეუძლია და სულ მცირე, ატომური ელექტროსადგურების გარშემო უნდა უსაფრთხო ზონები შეიქმნას. გამოცხადდეს უსაფრთხო ტერიტორიად და ითქვას, რომ ომის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში