LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა: „უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე, გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა…“

415
lado
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას, სადაც აღნიშნულია, რომ ის უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად დედის დატოვებულ ოქროს ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას ყიდის:
„უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად გადავწყვიტე, გავყიდო დედის მიერ დატოვებული ოქროს რგოლის ბეჭედი და ჩემი ჯილდოს მონეტა.
ალბათ, 2500 ლარი საკმარისია.
დედა, ეს შენც გაგიხარდებოდა. მაპატიე, მაგრამ ახლა მეტი არაფერი გამაჩნია.
დიდება უკრაინას…“

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში