ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 ადამიანამდე გაიზარდა. ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, აქედან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიებამ შეცვალა კვალიფიკაცია და ახლა გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა თავდაპირველად მომხდარ აფეთქებას გამოძიებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ცნობილია, რომ ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.
მომხდარის გამო, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამდღიანი გლოვა არის გამოცხადებული.